kiTxva-pasuxi

1. საჭიროა თუ არა ორლიპთან ერთად ვიტამინების მიღება?
კვლევებით დადგენილია , რომ ცხიმში ხსნადი ვიტამინების A, D, Е, К და ბეტა-კაროტინის კონცენტრაცია ორლიპის მიღების დროს ნორმის ფარგლებში რჩება. Oორლიპი გამოდევნის ცხიმების მხოლოდ მესამედს, დანარჩენი შეიწოვება და მონაწილეობს ვიტამინების მეტაბოლიზმში.   ხოლო თუ მაინც გადაწყვიტეთ პოლივიტამინების მიღება, დაიცავით 2 საათიანი შუალედი ორლიპსა და ვიტამინს შორის ან დალიეთ ვიტამინი ძილის წინ.

2. რამდენს დავიკლებ ორლიპის მიღების დროს?
ორლიპი უზრუნველყოფს სხეულის წონის თანდათან და სტაბილურ კლებას ცხიმების ხარჯზე - საშუალოდ 7-8 კგ 3 თვის განმავლობაში. ორლიპი არამარტო ამცირებს თქვენს წონას, არამედ გიცავთ დაკარგული კილოგრამების აღდგენისგან

3. რა ხანგრძლივობით შეიძლება ორლიპის მიღება?
სტაბილური ეფექტის მისაღწევად მიიღეთ ორლიპი 3-6 თვის განმავლობაში. ორლიპი სპეციალურადაა შექმნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის - თქვენ შეგიძლიათ უწყვეტად მიიღოთ ორლიპი 4 წლის განმავლობაშიც კი. 

4. შარშან ვღებულობდი ორლიპს და ორი თვის განმავლობაში 9 კილო დავიკელი. წელს რომ გავიმეორო ორლიპის კურსი, იგივე შედეგს მივაღწევ? ამბობენ, რომ წამლის ეფექტურობა მცირდება განმეორებით მიღების დროს. 

რა თქმა უნდა იგივე შედეგს მიაღწევთ, ორლიპი მოქმედებს მხოლოდ წვრილ ნაწლავებში, არ შეიწოვება ორგანიზმში და არ იწვევს შეჩვევას, ამიტომ მისი ეფექტურობა არ მცირდება განმეორებით მიღების დროს.

5. ვარ 64 კილო, მინდა 5 კილოს დაკლება, დღეში ერთხელ რომ მივიღო ორლიპი, რამდენი აბის მირება დამჭირდება??

გააჩნია როგორ იკვებებით დღის განმავლობაში, 60 მგ ორლიპი მიიღეთ ერთი კაფსულა ყოველი კვების შემდეგ, ნახევარი საათის განმავლობაში, თუ თქვენს მიერ მირებული საკვები არ შეიცავს ცხიმს, შეგიძლიათ ორლიპის მიღება გამოტოვოთ. ორმაგი ეფექტისთვის შეგიძლიათ მიიღოთ ორლიპი 120 მგ.

6. მინდა დავიკლო 10-12 კილო, რამდენი კაფსულა უნდა დავლიო დღეში? ხანგრძლივობაც მაინტერესებს, ერთი თვე?

მოგეხსენებათ, რომ ორლიპი აფერხებს ორგანიზმის მიერ ცხიმების ათვისებას, თუ თქვენ დაიცავთ ზომიერ დიეტას, ანუ შეზღუდავთ ნახშირწყლებს დაიკლებთ 3 თვეში. მიიღეთ ორლიპის 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში - ჭამის დროს ან ჭამიდან 1 საათის განმავლობაში. ორლიპის რეკომენდებული დოზაა 60მგ ყოველი ჭამის დროს, თუმცა გაძლიერებული ეფექტისთვის შეგიძლიათ მიიღოთ ორლიპი 120მგ. თუ თქვენს მიერ მიღებული საკვები არ შეიცავს ცხიმს, ორლიპის მიღება შეგიძლიათ გამოტოვოთ.

აგრეთვე გაცნობებთ რომ PSP-ეს სააფთიაქო ქსელში ორლიპზე არის აქცია 1+1/50,ანუ ერთი კოლოფის შეძენის შემთხვევაში მეორე შეგიძლიათ იყიდოთ ნახევარ ფასში.

 




გამოაგზავნეთ კითხვები:

სახელი:
ელ. ფოსტა:
შეკითხვა: